საქართველოს 2018 წლის ჩემპიონმა „საბურთალომ“ შემტევი ნახევარმცველი ჟეროენ ლუმუ დაიმატა. როგორც თბილისური კლუბი იტყობინება, ფეხბურთელთან 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ლუმუ უკვე თბილისშია და გუნდთან ერთად ივარჯიშა კიდეც. ჰოლანდიელი ბოლოს პორტუგალიურ „აროუკაში“ ირჯებოდა, ხოლო 2012 წელს 17-წლამდე ევროპის ჩემპიონი გახდა.
კარიერის განმავლობაში ასევე უთამაშია „ვილემ II“-ში, „ჰერენვენში“, „დოორდეხტში“, „სანქტ პიოლტენში“, „სამსუნსფორში“, „პტეროლულსა“ და „ლუდოგორეცში“.
შეგახსენებთ, რომ დღესვე „საბურთალომ“ კიდევ ერთი ჰოლანდიელი, მცველი ჯულიუს ბლეიკი დაიმატა.