2016 წელს, კობი ბრაიანტი საყვარელ საქმიანობას ასეთი წერილით დაემშვიდობა - "ძვირფასო კალათბურთო"...
"ძვირფასო კალათბურთო,
იმ მომენტიდან მოყოლებული, როდესაც მე მამაჩემის გეტრებში სირბილი და წარმოსახვითი მატჩის მომგები ტყორცნების განხორციელება დავიწყე, ვიცოდი, რომ ერთი რამ იყო რეალური - მე შენ შემიყვარდი
იმდენად ძლიერად, რომ მე შენ ყველაფერი შემოგწირე, ჩემი გონებიდან და სხეულიდან დაწყებული, ჩემი სულით დამთავრებული. 6 წლის ბიჭი, შენზე ღრმად შეყვარებული.
მე არასდროს დამინახავს გვირაბის ბოლო, მე ჩემს თავს ვხედავდი, რომელიც ერთი მათგანიდან გამორბოდა.
და მე გამოვიქეცი, მოედანზე ყოველ დაკარგულ ბურთს შენს გამო დავდევდი, შენ თავდადება მთხოვე, მე კი ჩემი გული მოგეცი, რადგან ჩემთვის განსაკუთრებული იყავი. ოფლითა და ტკივილით ვთამაშობდი. არა იმიტომ, რომ ეს გამოწვევა იყო, არამედ იმიტომ რომ შენ მეძახდი.
მე შენთვის ყველაფერი გავაკეთე. ასე აკეთებენ ადამიანები, როდესაც რაღაც თავს ისე ცოცხლად აგრძნობინებს, როგორც ეს შენ გააკეთე.
შენ 6 წლის ბავშვს ოცნებები აჩუქე, და ამისთვის მუდამ მეყვარები. მაგრამ შენს განსაკუთრებულ სიყვარულს ვეღარ შევძლებ, ეს სეზონი ჩემთვის უკანასკნელია. გულს და გონებას თამაში სურს, თუმცა სხეულმა იცის, რომ დამშვიდობების დროა.
მაგრამ არაუშავს.
მინდა იცოდე, რომ მზად ვარ გაგიშვა. ახლა შეგვიძლია ყველა განვლილი მომენტი შევიგრძნოთ ერთად, ცუდიც და კარგიც, ჩვენ ერთმანეთს ყველაფერი მივეცით, რაც გაგვაჩნდა.
ორივემ ვიცით. რომ რაც არ უნდა მოხდეს, მე ისევ ის ბავშვი ვიქნები აწეული გეტრებით, კუთხეში მოთავსებული სანაგვე ყუთით, წამზომზე დარჩენილი 5 წამით და ბურთით ხელში.
5... 4... 3... 2... 1...
მიყვარხარ მუდამ, კობი".
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლებრონი გაცილებით ძლიერი კალათბურთელია ვიდრე დურანტი და ბრაიანტი .
ორივეს მკლავზე დაიხვევს .
ბევრ რამეში გადასწრო და დაჩრდილა, მხოლოდ ბეჭდები და ერთ მატჩში "ჩაგდებული ქულები" კობის უპირატესობა, თუმცა ბევრს არ უნდა ამის აღიარება, მაგრამ მორიგი რეკორდები შეგვახსენებს ეტაპობრივად და სწრაფად თავს !
აი ოლ სტარი არი ეს:
0?'>https://www.youtube.com/watch?v=Bz1Rm-tO1GU':'>https://www.youtube.com/watch?v=Bz1Rm-tO1GU'))
stripslashes((strlen('https://videowin.ge/index/video?id=31160')>0?'https://videowin.ge/index/video?id=31160':'https://videowin.ge/index/video?id=31160'))
კობი ბრაიანტის ცარიერის საუკეტესო 10 მომენტი
კობი იყო არის და იქნება მუდან ლებრონზე წინ
კევინ დურანტს აქვს 179 და თუ მაგის დამოკიდებულებას და სქორერობას გავითვალისწინებთ დიდი შანსია მაგანაც გაასწროს ბრაიანტს და თუნდაც ჯეიმსსაც
დურანტი დიდი ალბათობით გადაასწრებს ყველას
ჯიგრები
+1
მრავალი მოთამაშისთვის საოცნებო ასეთი დიდი მიღწევები ხურდაში კიდევ მრავლად ექნება კარიერის ბოლომდე მეფეს,სანამ ლებრონი თავის ერთერთ მთავარ მიზანს არ მიაღწევს და არ დაამხობს რეგულარულში ყველაზე მეტი ქულის ჩამგდებ კარიმ აბდულ ჯაბარის თითქოსდა ხელშეუხებელ რეკორდს.ასეა ეს.
და კიდე შეუძლია ლებრონს თავისი მაჩვენებლის გაუმჯობესება
მართალი ხარ გიგა ბრატ,ამ პოზიციაში იმდენად წინ წავა რომ ძნელად ოდესმე ვინმე დაეწიოს და როგორც სილკის კომენტატორები ამბობენ საერთოდაც ლიგის პრივატიზებას აპირებს ლებრონი.