ფეხბურთი

12:50 | 27.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "კობი ნამდვილი ლეგენდა იყო"

ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელმა შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ ლეგენდარული კალათბურთელის კობი ბრაიანტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

"ძალიან სამწუხარო იყო კობისა და მისი მოზარდი შვილის გარდაცვალების ამბის გაგება. კობი ნამდვილი ლეგენდაა. ის უამრავი ადამიანისთვის შთაგონების წყარო გამხდარა და კიდევ ბევრისთვის გახდება. ყველა გარდაცვლილი ადამიანის ოჯახს თანავუგრძნობ"- განაცხადა რონალდუმ.

41 წლის კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის შვილი ვერტფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.

0.113328