ისტორია

10:12 | 27.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

27 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1932 – დაიბადა ბორის შახლინი. საბჭოთა ტანმოვარჯიშე. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტული ტანმოვარჯიშე. შახლინი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია (1956, 1960, 1964). ამ თამაშებზე, სხვადასხვა იარაღებზე ვარჯიშსა და აბსოლუტურ პირველობებზე, მოპოვებული აქვს შვიდი ოქროს მედალი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1894 – ჩიკაგოში პირველი საკალათბურთო შეხვედრა ჩატარდა კოლეჯების გუნდებს შორის. ამერიკის ამ ქალაქში, ერთმანეთს ორი ადგილობრივი სასწავლებლის ნაკრები დაუპირისპირდა ერთმანეთს.

1917 – ჰოლანდიელმა მოციგურავე კოენ დე კონინგმა, თერთმეტი ქალაქის რბოლა სარეკორდო მაჩვენებლით მოიგო (9:53).

1934 – ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ფრედ პერიმ კროუფორდი 6:3, 7:5, 6:1 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 27-ე ჩემპიონი გახდა.

1935 – კოპა ამერიკის 13-ე გათამაშების ფინალში, ურუგვაიმ არგენტინას 3:0 მოუგო.

1963 – სემ რაისი, ეპა რიქსი, ელმერ ფლიკი და ჯონ კლარკსონი ბეისბოლისტთა ”დიდების დარბაზში” შეიყვანეს.

1963 – საბჭოთა მოციგურავე ევგენი გრიშინმა, 500 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (39.5).

1973 – აშშ-ის სტუდენტური ლიგის კლუბმა UCL-მ ჩემპიონატის ზედიზედ 61-ე შეხვედრა მოიგო. ეს NCAA-ს რეკორდია.

1976 – ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში (ABA), ”ყველა ვარსკვლავის” რიგით მეცხრე მატჩი ჩატარდა. დენვერში ადგილობივმა გუნდმა ”ყველა ვარსკვლავს” 144:138 მოუგო.

1976 – ინგლისური ”ქეთერინგ თაუნი” პირველი საფეხბურთო კლუბი გახდა, რომლის მოთამაშეების მაისურზე რეკლამა იყო განთავსებული.

1979 – ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბმა ”ნიუ იორკ აილენდერზმა”, საშინაო მატჩების ზედიზედ 23 შეხვედრიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. იმ დღემდე, ”კუნძულელებს” 15 მოგება და 8 ფრე ჰქონდათ აქტივში.

1984 – ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ ”ლოს ანჯელეს კინგზის” ფორვარდი, უეინ გრეცკიმ რეგულარული პირველობის ზედიზედ 51 მატჩში მოახერხა შაიბის გატანა.

1984 – ლეგენდარულმა ამერიკელმა მძლეოსანმა, კარლ ლუისმა ნიუ იორკში ჩატარებული შეჯიბრების მსვლელობისას, სიგრძეზე ხტომაში 8 მეტრსა და 79 სანტიმეტრზე გადახტა და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.

1989 – თბილისის ”დინამომ” გერმანიაში ჩატარებული ტურნეს მეორე მატჩში ”ნეიშტადტს” 6:0 მოუგო გოლები თემურ ქეცბაიამ (3), კახა გოგიჩაიშვილმა, გია გურულმა და გრიგოლ ცაავამ გაიტანეს. ”დინამო”: გაბელია, დანელია, ჩიქოვანი, ჭედია, არზიანი, ნემსაძე, კაჭარავა, ცვეიბა, ცაავა, გურული, გოგიჩაიშვილი (ქეცბაია).

1989 – ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ ”ფინიკს სანზის” მოთამაშე კევინ ჯონსონმა, ზედიზედ 57 მატჩში ზუსტად შესრულებული საჯარიმო ტყორცნების პირველი შეხვედრა ჩაატარა.

1990 – ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, შტეფი გრაფმა მერი ჯო ფერნანდესი 6:3, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 64-ე ჩემპიონი გახდა.

1991 – ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ბორის ბეკერმა ივან ლენდლი 1:6, 6:4, 6:4, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 79-ე ჩემპიონი გახდა.

1992 – სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონ მაიკ ტაისონის სასამართლო პროცესი დაიწყო. საბოლოოდ, მართლმსაჯულებამ იგი დამნაშავედ სცნო.

1993 – დსთ-ის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის მატჩში, თბილისისდინამოთურქმენეთისაშხაბადისკოპეტდაღს” 2:2 დაუზავდა. ქართველთაგან გოლები მიხეილ ყაველაშვილმადაგელაინალიშვილმაგაიტანეს. ”დინამო”: ზოიძე, ბერაძე, ჩიქოვანი, შელია, კუდინოვი, ინალიშვილი, კვარაცხელია,რეხვიაშვილი, ყაველაშვილი (. არველაძე), ქინქლაძე, . არველაძე.

1995 – ჩოგბურთში, ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, მერი პირსმა არანტა სანჩეს ვიკარიო 6:3, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 69-ე ჩემპიონი გახდა.

1996 – დსთ-ის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის მატჩში, თბილისისდინამომლიტვისვილნიუსისჟალგირისთან” 1:3 წააგო. ქართელთაგან ერთადერთი გოლი გიორგიდემეტრაძემგაიტანა. ”დინამო”:ზოიძე, კალაძე (ხომერიკი), ლობჟანიძე, დიდავა, მაჭავარიანი, გოგიჩაიშვილი, კიკნაძე, მუჯირი(ჯამარაული), იაშვილი, ანჩაბაძე, კერძევაძე (დემეტრაძე).

1996 – ჩოგბურთში, ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, მონიკა სელეშმა ანკე ჰუბერი 6:4, 6:1 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 70-ე ჩემპიონი გახდა.

1996 – ინგლისელმა ტერი კოულმა 24 საათის განმავლობაში, საკალათბურთო ბურთი 144 კილომეტრსა და 800 მეტრზე ისე ატარა, არც ერთი გარბენი არ გაუკეთებია.

1998 – დსთ-ის თასის ჯგუფური ეტაპის მატჩში, თბილისისდინამომლატვიის რიგისსკონტოსთან” 0:2წააგო. ”დინამო”: ზოიძე, ჩიხრაძე, გუჩუა, დიდავა (გელაძე), ცქიტიშვილი, არსოშვილი, კიკნაძე(პეტრიაშვილი), ალექსიძე, აშვეთია, მუჯირი, ხომერიკი (წიტაიშვილი).

2005 – რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის პოსტიდან ვიაჩესლავ კოლოსკოვი გადადგა. იგი ამ ორგანიზაციას სათავეში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან თითქმის, სამი ათეული წლის განმავლობაში ედგა.

2005 – ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში ერთმანეთს “ჩელსის” მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო და “არსენალის” მცველი, ეშლი კოული შეხვდნენ. მათი დიალოგისას გადაწყდა, რომ სეზონის ბოლოს კოული “ჩელსიში” გადავიდოდა.

2007 – კაროლინა კოსტნერი პირველი იტალიელი შეიქნა, რომელმაც ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.

2007 – იმ დროისთვის მსოფლიო კლასიფიკაციის 81-ე ჩოგანმა, სერენა უილიამსმა ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველ ნომრად განთესილი მარია შარაპოვა 6:1, 6:2 დაამარცხა და ჩემპიონობა მოიპოვა.

2008 – ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფრანგი ჟო-ვილფრედ ცონგა დაამარცხა და პირველი სერბი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ხსენებული ტურნირის მოგება შეძლო.

2008 – ციგურებით ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონები გახდნენ: ტომაშ ვერნერი (მამაკაცები), კაროლინა კოსტნერი (ქალები), ალიონა სავჩენკო-რობინ შოლკოვი (სპორტული წყვილები), ოქსანა დიომინა-მაქსიმ შაბალინი (საცეკვაო წყვილები).

2008 – თბილისში, ძიუდოისტთა მსოფლიო თასზე ქართველმა სპორტსმენებმა 7 მედალი მოიპოვეს. პირველიადგილები მოიპოვეს: ზაზა კედელაშვილმა (66 კგ), ზურაბ ზვიადაურმა (90) დალევანჟორჟოლიანმა (100).მეორე ადგილზე ირაკლი ცირეკიძე (90) გავიდა, მესამე ადგილებიკიდავითკუპრეიშვილმა (73), ვალერილიპარტელიანმა (90) და ადამ ოქრუაშვილმა (+100) დაიკავეს.

2009 – საქართველოს საკალათბურთო თასის ფინალში, რუსთავისენერჯი-ინვესტმათბილისისავიამშენს” 80:71 მოუგო. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ, რუსთაველი კოტეტუღუშიდაასახელეს.

2013 - “არმიას” (2) “თბილავიამშენის” (2), “ბასკოს” (1), “დინამოს” (1), სტუ-ს (1), თსუ-“ნიკორას” (1), “ენერჯი-ინვესტისა” (1) და სსაუ-ს (1) შემდეგ, “შსს აკადემია” მე-9 გუნდი გახდა, რომელმაც საქართველოს ეროვნული თასი მოიგო. თასის ახალმა მფლობელმა, გადამწყვეტ შეხვერდრაში ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალის გამარჯვებული “ოლიმპი”, 79:69 დაამარცხა. ძირითადი დრო ფრედ, 58:58 დასრულდა.

2013 - მანუჩარ მარკოიშვილი კარიერას საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა მანუჩარ მარკოიშვილმა კონტრაქტი სტამბოლის „გალათასარაისთან“ გააფორმა.

2013 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაამარცხა ენდი მარეი 6:7, 7:6, 6:3, 6:2 და ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა. სერბმა ზედიზედ მესამედ მოიგო მელბურნის ტურნირი, რაც ეწ „ღია ერაში“, 1969 წლიდან, ვერავის მოეხერხებინა. სულ ავსტრალიის ღია პირველობაზე ჯოკოვიჩმა მეოთხედ გაიმარჯვა (პირველად – 2008 წელს) და კარიერაში კი დიდი სლემის ტურნირების მეექვსე ტიტული.

ამ დღეს დაიბადნენ

1869 – უილიამ ბესიტი. 50 წლის განმავლობაში იყო “ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” მოთამაშე, მწვრთნელი და კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრი.

1901 – არტ რუნი. ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) კლუბ ”პიტსბურგ პინგვინზის” მეპატრონე.

1932 – ბორის შახლინი. საბჭოთა ტანმოვარჯიშე. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტული ტანმოვარჯიშე. შახლინი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია (1956, 1960, 1964). ამ თამაშებზე, სხვადასხვა იარაღებზე ვარჯიშსა და აბსოლუტურ პირველობებზე, მოპოვებული აქვს შვიდი ოქროს მედალი.

1937 – ლიდია ივანოვა. საბჭოთა ტანმოვარჯიშე. 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1940 – სანმარტინ ანსოლა. “ბეტისისა” და “ვალენსიას” ფორვარდი. ესპანეთის ჩემპიონატების 324 მატჩში, გაიტანა 132 გოლი.

1950 – კლოდ სორელი. რაგბის ფრანგი სპეციალისტი. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით, ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა პირველად მოიპოვა ერთა თასი (2001) და მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს თასზე (2003). 2007 წლიდან რუსეთის ნაკრების დამრიგებელი იყო. ამ პოსტზე პირველი მატჩი საქართველოს წინააღმდეგ ჰქონდა და ქართველებმა რუსებს 31:12 სძლიეს. 2008 წლის აგვისტოს საქართველო – რუსეთის ომის შემდეგ, სორელმა ეს პოსტი დატოვა. მოთამაშეობისას, კლოდ სორელი “ბეზიეს” ღირსებას იცავდა.

1952 – ბრაიან გოტფრიდი. ინგლისელი ჩოგბურთელი. 1976 წელს, უიმბლდონის ტურნირის წყვილთა ტურნირის ჩემპიონი.

1962 – ჯეიმს დოურინგი. ამერიკელი ტყვიის მსროლელი. 1992 წლის ოლიმპიადაზე მოპოვებული აქვს ვერცხლის მედალი.

1964 – ჯეკ ჰეილი. ”ჩიკაგო ბულზის” მეფარე. მოპოვებული აქვს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონობა.

1965 – ნატალია იურჩენკო. საბჭოთა ტანმოვარჯიშე. 1983 წელს, სპორტულ ტანვარჯიშში მოიგო მსოფლიოს პირველობა (აბსოლუტური).

1971 – პატრიკ ბრისბოა. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ ”მონრეალ კანადიენსის” მცველი.

1973 – ვლადიმირ ბელკევიჩი. ბელორუსიის ნაკრებისა და კიევის ”დინამოს” ნახევარმცველი. მოპოვებული აქვს უკრაინის ჩემპიონობა და თასი.

1976 – სიმონ პეტროვი. სლოვენიის საკალათბურთო ნაკრებისა და ლიუბლიანის ”ოლიმპიას” გამთამაშებელი (189 სმ).

1979 – სერგეი დოცენკო. უკრაინელი მოკრივე. სიდნეის 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი.

1979 – მაქსიმ კალინიჩენკო. მოსკოვის ”სპარტაკის” ნახევარმცველი.

1980 – იურე ველში. ლატვიური წარმოშობის კალათბურთელი. იყო ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ ”ბოსტონ სელტიკსის” გამთამაშებელი-მსროლელი (201 სმ).

1980 – მარატ საფინი. რუსი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს ”დიდი სლემის” ორი ტურნირი. საფინმა 2000 წელს, აშშ-ის ღია პირველობაზე იმარჯვა, ხოლო 2005 წელს, ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა. მოგებული აქვს ATP Masters Series-ის ხუთი და ATP Tour-ის რვა ტურნირი. მარატ საფინი 2002 წელს, რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში დევისის თასის მფლობელი გახდა. 2000 წელს, მსოფლიოს ჩოგბურთელთა კლასიფიკაციაში პირველ ადგილზე იმყოფებოდა. 2002 წელს, “როლან გაროსის”, ხოლო 2008-ში კი - უიმბლდონის ნახევარფინალში გავიდა. მარატ საფინს საჩოგბურთო ტურნირებზე გამოსვლისას, მოპოვებული აქვს 14 მილიონ 343 291 დოლარი.

0.122729