კალათბურთი

10:06 | 27.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლეგენდას ლეგენდები ემშვიდობებიან: "კობი, შენ იყავი ინსპირაცია"

კობი ბრაიანტის ტრაგიკული სიკვდილი სპორტული სამყაროსთვის ნამდვილი შოკი გამოდგა. 41 წლის ლეგენდარულ სპორტსმენს მისი კოლეგები, ემოციური წერილებით ემშვიდობებიან:

„შოკში ვარ კობისა და ჯანას ტრაგიკული სიკვდილით. სიტყვები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ აღწვერო ის ტკივილი, რომელსაც მე ვგრძნობ. მიყვარდა კობი - ის ჩემი უმცროსი ძმა იყო. ხშირად ვსაუბრობდით და ძალიან მომენატრებაეს ყოველივე. ის იყო ამაყი მეტოქე, ერთ-ერთი საუკეთესო ამ თამაშის ისტორიაში და შემოქმედებითი ძალა. კობი ასევე იყო წარმოუდგენელი მამა, რომელსაც ღრმად უყვარდა ოჯახი და ძალიან ამაყობდა თავისი ქალიშვილის კალათბურთისადმი სიყვარულით“ - მაიკლ ჯორდანი.

„არ შეიძლება ეს სიმართლე იყოს“ - ლუკა დონჩიჩი.

„არ ვიცი საიდან დავიწყო. თამაში დავიწყე 2010 წლის ფინალის შემდეგ, როდესაც კობი ვნახე. მანამდე ერთი თამაშიც არ მქონდა ნანახი და ამ ფინალებმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. მინდოდა ვყოფილიყავი, როგორც კობი, ძალიან სევდიანი ვარ. განისვენე ლეგენდავ“ - ჟოელ ემბიდი.

„ყველა გუნდმა 24 ნომერი ხმარებიდან უნდა ამოიღოს“, - ტაილერ ჰერო.

„გული გამისკდა ამ ამბით. შენ ნამდვილი ლეგენდა და მეგობარი იყავი. მშვიდად განისვენე, ვიფიქრებთ და ვილოცებთ შენი ოჯახისთვის“ - ტონი პარკერი.

„არა, ღმერთო არა“ - დუეინ უეიდი.

„ჩემთვის უფროსი ძმასავით იყო. შინაგანად განადგურებული ვარ, არ შემიძლია დაჯერება“, - პო გასოლი.

„ყველა დაიმახსოვრებს კობის ფანტასტიკურ სპორტსმენად, რომელიც იყო თაობების ინსპირაცია, მაგრამ მე მინდა მახსოვდეს, როგორც ადამიანი, რომელიც სპორტსმენზე მეტი იყო“, - კარიმ აბდულ ჯაბარი.

„სიტყვები არ მაქვს, რომ ეს ტკივილი აღვწერო, რომელიც ამ ტრაგედიამ მომანიჭა ჩემი მშვენიერი ჯანასა და ჩემი ძმის, კობის დაკარგვით. მიყვარხართ და მომენატრებით. ჩემი სამძიმარი ბრაიანტის ოჯახს და ბორტზე მყოფი სხვა გარდაცვლილების ოჯახებს“ - შაკილ ონილი.

„მე და კობიმ უამრავი განსაკუთრებული საუბარი გავუზიარეთ ერთმანეთს ცხოვრებასა და კალათბურთზე. იმდენი საერთო გვქონდა.. მე მიყვარდა მასთან საუბარი „ლეიკერსზე“, კალათბურთზე, მამობაზე, მეუღლეობაზე და იტალიის დიდ სიყვარულზე. ძალიან მომენატრება ეს საუბრები და თვითონ“ - მეჯიქ ჯონსონი.

„ძალიან ადრე. ძალიან სამწუხარო. ძალიან ბევრი გატეხილი გული. ძალიან ბევრი ცრემლი. მადლობა ბევრი მოგონებისთვის“ - ზაზა ფაჩულია.

„სამწუხაროა, რომ გავიგეთ ასეთი გულგასატეხი ამბავი კობისა და მისი ქალიშვილის, ჯანას გარდაცვალების შესახებ. კობი ნამდვილი ლეგენდა და უამრავი ადამიანის ინსპირაცია იყო. სამძიმარს ვუგზავნი მის ოჯახს და მეგობრებს, ასევე, ყველა იმ ოჯახს, რომლებმაც ავარიის შედეგად სიცოცხლე დაკარგეს“ - კრიშტიანუ რონალდუ.

„სიტყვები არ მაქვს... მთელი ჩემი სიყვარული კობის ოჯახსა და მეგობრებს. სასიამოვნო იყო შენთან შეხვედრა და კარგი დროის გატარება. გენიოსი იყავი, როგორც ძალიან ცოტა“ - ლიონელ მესი.

0.115073