ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი კობი ბრაიანტი გარდაიცვალა. კალიფორნიის შტატში ვერტმფრენი, რომლითაც კობი და კიდევ 4 ადამიანი მგზავრობდა, ჩამოვარდა. ყველა მათგანი გარდაიცვალა.
კობისთან ერთად ბორტზე მისი 13 წლის შვილი, ჯანაც იმყოფებოდა, რომლის გარდაცვალებაც დადასტურდა.
ბრაიანტი ფილადელფიაში დაიბადა, 1996 წელს დრაფტზე „შარლოტ ჰორნეტსმა“ აირჩია, მაგრამ მაშინვე ლოს ანჯელეს „ლეიკერსს“ დაუთმო, სადაც მოგვიანებით შაკილ ონილთან ერთად საოცარი დუეტი შექმნა. სწორედ "ლეიკერსში" გაატარა 1996-2016 წლებში პროფესიონალური კარიერა და წარუშლელი კვალი დატოვა NBA-ს უმდიდრეს ისტორიაში.
კობი ხუთჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი. უმთავრეს საკალთბურთო ლიგაში მოპოვებული ქულებით კი, დღემდე მესამე ადგილზე იყო, მაგრამ დილით ლებრონ ჯეიმსმა გადაასწრო. ლეგენდარული კობი ბრაიანტის სიცოცხლე 41 წლის ასაკში დასრულდა...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წაგებებს არ ვწერთ
თვითონ ლებრონს ძალიან კარგი თამაში ქონდა და დადეთ მისი ბრალი ყველაზე ნაკლებადაა ეს წაგებაა
სტატისტიკას რო გადავხედე ყველას ნორმალური თამაში ქონდა კორვერის და სმიტის გარდა და ეს იყო წაგების მთავარი მიზეზი. თან მილუოკიმაც კარგი კალათბურთი ითამაშა როგორც ჩანს