საქართველოს ვიცე-ჩემპიონი „დინამო ბათუმი“ გაბრიელ რამოსმა დატოვა. ბრაზილიელ ფეხბურთელს აჭარულ გუნდთან კონტრაქტი აკავშირებდა, მაგრამ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მხარეებმა თანამშრომლობა შეწყვიტეს.
ბრაზილიელი შემტევი „დინამოს“ 2018 წელს შეუერთდა და გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო.
სადებიუტო სეზონში ეროვნულ ლიგა 2-ში 21 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა, ხოლო გასულ სეზონში უკვე ეროვნულ ლიგაში 35-ჯერ ითამაშა და თავი ოთხჯერ გამოიჩინა.