კალათბურთი

20:59 | 26.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი ესპანეთში

ესპანეთის ლიგა ენდესაში თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ არასტაბილურ და წარუმატებელ გამოსვლას აგრძელებს. ვიტორიელებმა წინა ტურში მადრიდში „რეალს“ აჯობეს, ამჯერად კი, საშინაო კედლებში „მორაბანკ ანდორასთან“ მარცხი განიცადეს - 73:77.

მატჩის ბედი ბოლო პერიოდმა გადაწყვიტა, რომელიც ანდორელებმა 3-ქულიანი სხვაობით მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმეს.

თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 36:15 წუთი ითამაშა, ორმაგი დუბლი შეასრულა, მაგრამ თააგუნდელებეს გამარჯვებაში მაინც ვერ დაეხმარა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 13 ქულა, 10 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, 11-დან 6 ორქულიანი (55%) და 4-დან 1 საჯარიმო (25%) ჩააგდო, ხოლო ოთხჯერ სამქულიანი ააცილა (0%). ბუნებრივია, შეტევაში ასეთმა ცუდმა გარჯამ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტზე იმოქმედა, რომელიც მხოლოდ 9-ს გაუტოლდა.

მეტ ჯენინგმა 25:31 წუთში 7 ქულა, 5 პასი და 7 პასი დააგროვა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი უკეთესი აღმოჩნდა - 12. ვთქვათ ისიც, რომ შენგელიას გაცუდებულმა სროლებმა ვიტორიელებს ძვირფასი ქულები დააკარგვინა, რაც ვინძლო მარცხის ტოლფასიც აღმოჩნდა...

„ბასკონია“ 9 მოგებითა და 10 წაგებით მეათე ადგილზეა და მომდევნო ტურში 1 თებერვალს, მალაგაში, „უნიკახას“ ესტუმრება.

0.113754