ჩოგბურთი

18:10 | 26.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი დიდი სლემის 1/4-ფინალში

დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობის 1/4-ფინალში გავიდა. როჯერმა უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი 4:6, 6:1, 6:2, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა ორ საათსა და 13 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში ფუჩოვიჩმა უკეთ ითამაშა და დაწინაურდა კიდეც. ამის შემდეგ როჯერი დომინირებდა და მარტივად მოიგო. ფედერერი დიდი სლემის 1/4-ფინალში 57-ედ გავიდა, რაც საუკეთესო შედეგია. ამ მიღწევასთან ყველაზე ახლოს ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელმაც დიდი სლემის მეოთხედფინალში გასვლად 46-ჯერ მოახერხა.

მომდევნო ეტაპზე შვეიცარიელის მეტოქე ტედი სანდგრენი იქნება. ეს ორი ჩოგბურთელი ერთმანეთს კარიერაში პირველად შეხვდებიან. მატჩი 27 იანვარს გაიმართება.

0.117689