კალათბურთი

16:16 | 26.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

All Star-ის მონაწილეები ცნობილია

All Star-ის კაპიტნები და სასტარტო შემადგენლობები ცნობილია. ზედიზედ მეორე ყველა ვარსკვლავის მატჩის კაპიტნები ლებრონ ჯეიმსი და იანის ადეტოკუმპო იქნებიან. მოთამაშეების პირველი არჩევის უფლება ლებრონ ჯეიმსმა მიიღო, რადგან მას გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა ჰქონდა.

აღმოსავლეთ კონფერენცია: იანის ადეტოკუმპო, პასკალ სიაკამი, ტრეი იანგი, კემბა უოკერი, ჯოელ ემბიდი.

დასავლეთი: ლებრონ ჯეიმსი, ენტონი დევისი, კავაი ლეონარდი, ლუკა დონჩიჩი, ჯეიმს ჰარდენი.

სათადარიგოთა მოთამაშეებს მწვრთნელები აარჩევენ. All Star-ი 16 თებერვალს ჩიკაგოში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125174