კალათბურთი

23:17 | 25.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი - კვლავ MVP!

გიორგი შერმადინი ტემპს არ აგდებს და მატჩიდან მატჩამდე საუკეთესოს ტიტულს არავის უთმობს. მე-19 ტურში „იბეროსტარ ტნერიფე“ „ბურგოსს“ ესტუმრა და ადვილად, 70:54 სძლია, განსაკუთრებით მწირშედეგიანი დასკვნითი პერიოდი გამოდგა, რომელიც სტუმრებმა 9:8 მოიგეს.

გამარჯვებაში მთავარი წვლილი ცხადია ქართველმა ცენტრმა შეიტანა. შერმადინმა 22:57 წუთში 17 ქულა, 8 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 9-დან 8 ორქულიანი (89%) და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო (33%). შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა.

მოპოვებული ქულებით (17) და მარგი ქმედების კოეფიციენტის მაჩვენებლით (24) ჩვენებურს მოედანზე ბადალი არ ჰყოლია და ბუნებრივია, მატჩის MVP-ის ტიტული ერგო.

„იბეროსტარ ტენერიფემ“ ზედიზედ მეოთხედ იმარჯვა, ჯამში 13 მოგების წილ 6 წაგება აქვს და მეოთხე საფეხურზეა. მომდევნო ტურში შერმადინი და მისი თანაგუნდელები 2 თებერვალს, „ბარსელონას“ უმასპინძლებენ.

0.129159