ფეხბურთი

20:58 | 25.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" მეორე მარცხი თურქეთში

„დინამო თბილისმა“ თურქეთში შეკრებაზე მეორე ამხანაგური თამაში ჩაატარა და ისევ დამარცხდა. საქართველოს ჩემპიონი რუმინუმ „ვოლუნტარისთან“ წაგების შემდეგ ბულგარულ „არდას“ გაეჯიბრა.

შეხვედრა ბულგარელებისთვის შესანიშნავად წარიმართა. სპას დელევის, ვასილიევისა და რუმენოვის გოლებით „არდა“ დამაჯერებლად დაწინაურდა და მატჩის ბედი მეორე ტაიმის შუაწელს პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო.

კახა ჩხეტიანის გუნდმა ბოლოს მოახერხა მობილიზება და ანგარიშის მინიმუმამდე შემცირებაც. ჯერ ახვლედიანი კარგ პოზიციაში აღმოჩნდა, მეკარეს გვერდი აუარა და ცარიელ კარში გაიტანა, ხოლო შემდეგ ბაბუნაძემ პენალტით შეძლო გატანა.

თუმცა, „დინამოს“ მეტის გასაკეთებლად უბრალოდ დრო აღარ ეყო და წინასასეზონო შეკრებაზე მეორე მარცხი განიცადა.

„დინამო თბილისი“ – „არდა“ 2:3 (0:1)

გოლები: 0:1 დელევი (23), 0:2 ვასილიევი (62), 0:3 რუმენოვი (66), 1:3 ახვლედიანი (87), 2:3 ბაბუნაძე (89, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138357