საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“, რომელიც თურქეთში შეკრებაზე იმყოფება, პირველი ამხანაგური თამაში ჩაატარა.
აჭარლები პოლონეთის ექსტრაკლასას ბინადარ კრაკოვის „ვისლას“ დაუპირისპირდა და დაძაბული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
ანგარიში გია გეგუჩაძის გუნდმა სწრაფადვე, მეორე წუთზე გახსნა. პოლონელთა კარი ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჯოვინო ფლამარიონმა აიღო. კრაკოველებმა გათანაბრება 70-ე წუთზე მოახერხა, თავის გამოჩენა ასევე ბრაზილიელმა ჰებერ სილვა სანტოსმა გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.