ყაზანის „რუბინი“ თურქულ შეკრებაზე ამხანაგურ შეხვედრაში ბრატისლავის „სლოვანს“ დაუპირისპირდა და 2:1 იმარჯვა.
აღნიშნულ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, ხოლო ზურიკო დავითაშვილი მოედანზე პირველ ტაიმში იყო. მე-80 წუთზე ალექსანდრ ზუევმა გამარჯვების გოლი კვარაცხელიას პასით გაიტანა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონი 1 მარტს განახლდება და „რუბინი“ „ტამბოვს“ სტუმრად დაუპირისპირდება.