ფეხბურთი

18:33 | 25.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

რომან ბიურკი: "ჰოლანდს უკვე დაღმასვლა დაეწყო"

ერლინგ ჰოლანდმა „დორტმუნდში“ თამაში ბრწყინვალედ დაიწყო, მაგრამ გერმანული გუნდის მეკარე რომან ბიურკი მიიჩნევს, რომ ნორვეგიელს უკვე რეგრესი დაეწყო. ცხადია, შვეიცარიელმა კიპერმა იხუმრა, რადგან ჰოლანდმა ჯერ ჰეთ-თრიქი შეასრულა, შემდეგ დუბლი.

„ვწუხვარ, რომ ის უკვე დაღმასვლას განიცდის, პირველად სამი გოლი გაიტანა, ახლა კი, მხოლოდ ორი... იმედია, მომდევნო მატჩში მხოლოდ ერთ გოლს არ გაიტანს. სერიოზულად, ის შესანიშნავია, ყველაფერს აკეთებს, რომ უმაღლეს დონეს მიაღწიოს“, - თქვა ბიურკიმ.

შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდმა“ ჰოლანდი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში იყიდა. ნორვეგიელმა ორი თამაში ჩაატარა, ჯამში 60 წუთი იყო მინდორზე და 5 გოლი გაიტანა, რაც ბუნდესლიგის ისტორიაში სარეკორდი შედეგია.

0.110863