ფეხბურთი

17:53 | 25.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

როცა ფეხბურთი რელიგიაა - რომაულ დერბიმდე "რომას" ქომაგების წარმოდგენა ვარჯიშზე (+VIDEO)

"რომა" იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში "ლაციოს" დაუპირისპირდება. რომაული დერბისადმი ინტერესი ყოველთვის დიდია და ახლა განსაკუთრებით. "ბიანკოჩელესტეს" საოცარი სერია აქვს, ზედიზედ 11 თამაში მოიგო და სკუდეტოსთვის იბრძვის.

შედეგად, "რომას" ქომაგებისთვის ხვალინდელ დერბიში წარმატებით თამაში ორმაგად მნიშვნელოვანია. "ტრიგორიაზე" "ჯალოროსის" ვარჯიშს უამრავი ქომაგი დაესწრო, რომლებმაც გუნდი თამაშამდე გაამხნევეს და შეხვედრის ფასი ნათლად კიდევ ერთხელ დაანახეს.

აღსანიშნავია, რომ ვარჯიშს დაესწრო ტრავმირებული ნიკოლო ძანიოლოც, რომელსაც მძიმე დაზიანების შემდეგ "ლაციოს" ტიფოზებმა შეურაცხყოფა მიაყენეს და მისი ტრავმა იზეიმეს. "რომას" ტიფოზებმა კი, ვარჯიშზე ბანერიც გამოფინეს: "გამარჯვება ძანიოლოსთვის!".

ბოლოსკენ გეტყვით, რომ მატჩი 26 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

თეგებირომალაციო
0.112295