ფეხბურთი

14:49 | 25.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინას" მწვრთნელი: "ინსტაგრამი და ჰეშთეგი რა არის? არ ვიცი, 35-ევროიანი ტელეფონი მაქვს"

ფლორენციის „ფიორენტინამ“ მიმდინარე სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, მაგრამ 2020 წელს ჩინებულად ათამაშდა და 3 მატჩში 7 ქულა მოიპოვა. გარდა ამისა, იტალიის თასის მერვედფინალში „ატალანტაც“ დაამარცხა.

„იების“ პროგრესი ჯუზეპე იაკინის სახელს უკავშირდება, რომელმაც გუნდი იანვრის დასაწყისში ჩაიბარა. იტალიელ მწვრთნელს „ჯენოასთან“ მატჩისწინ წინ სოციალურ ქსელზე და ინსტაგრამზე დაუსვეს კითხვა და საინტერესო პასუხი გასცა.

„ჰეშთეგი რა არის? არ ვიცი რას ნიშნავს, 35-ევროიანი ტელეფონი მაქვს, ინსტაგრამიც არ მაქვს და არც ვიცი რა არის“, - თქვა იაკინმა.

შეგახსენებთ, რომ „ფიორენტინა“ სერია A-ში 24 ქულით მე-13 ადგილზეა და იტალიის თასის მეოთხედფინალშია გასული.

0.111933