ფეხბურთი

14:18 | 25.01.2020 | ნანახია 612 - ჯერ

"ბარსელონადან" "რომაში"

იტალიურმა „რომამ“ „ბარსელონასთან“ შეთანხმებას მიაღწია კარლეს პერესის ტრანსფერის შესახებ. Sky Sport-ის ინფორმაციით, ესპანელი შემტევი იტალიის დედაქალაქში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით გადაბარგდება.

მისი გამოსყიდვა კი, „რომას“ ზაფხულში 13 მილიონ ევროდ შეეძლება. 21 წლის ფეხბურთელს რომაელები ნიკოლო ძანიოლოს შემცვლელად იმატებენ, რომელმაც მძიმე ტრავმა მიიღო და მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.

პერესმა „ბარსელონაში“ მიმდინარე სეზონში 13 თამაში ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:06 | 25.01.2020
RHP (3623)

მოგვარდენ ესენი მალკომის "ლეგენდარული" აფიორის მერე? :დდდ

17:35 | 25.01.2020
Digmeli (188)

რომამ მადლობა უნდა უთხრას ბევრი ფული დააზოგინა მალკოლმით

0.144539