ფეხბურთი

13:52 | 25.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა: "იუვენტუსს" ჩემი გაყიდვა გადაწყვეტილი ჰქონდა"

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ განაცხადა, რომ კლუბი ზაფხულში მის გაყიდვას ცდილობდა. თუმცა, მაურიციო სარის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნამ იტალიაში მის დარჩენას ხელი შეუწყო, რაც ძალიან უნდოდა. ამის შესახებ არგენტინელმა Guardian-თან საუბარში განაცხადა.

„გუნდის დატოვებასთან ძალიან ახლოს ვიყავი, ეს კლუბის განზრახვა იყო და მე ეს ვიცოდი. ბოლო წუთამდე ველოდეთ. მაგრამ ახლა აქ ვარ, კლუბში, რომელიც კარგად მეპყრობოდა და ბედნიერი ვარ. სარის მოსვლამ ჩემს დარჩენას ხელი შეუწყო, მეც მსურდა დარჩენა და ამან ძალა მომცა მაშინ, როდესაც არ ვიცოდი რა მოხდებოდა.

კლუბთან კიდევ ორი წელი მაკავშირებს კონტრაქტი. ეს ცოტა არაა, მაგრამ არც ბევრია. ვნახავთ რა გეგმები ექნება კლუბს. იფიქრებენ, რომ უნდა გამყიდონ თუ ჩემი დარჩენა ენდომებათ. ეს ყველაფერი შეიძლება ერთ წამში შეიცვალოს და ახლა პროგნოზი რთულია.

მესი თუ რონალდუ? მე ერთადერთი ვარ, ვინც ორივესთან იზიარებს გასახდელს. რომელია საუკეთესო, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს“, - თქვა დიბალამ.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს „იუვე“ არგენტინელის გაყიდვას „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ტოტენჰემში“ აქტიურად ცდილობდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. პაულოს შავ-თეთრთა რიგებში ჩატარებულ 208 მატჩში 89 გოლი აქვს გატანილი.

0.114081