ძიუდო

20:30 | 24.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მაისურაძის ბრინჯაოს მედალი თელ-ავივის გრან პრიზე

თელ-ავივის გრან პრიზე 81 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 21 წლის მაისურაძემ ასპარეზობა D ჯგუფში დაიწყო, სადაც ჯერ ყაზახ რუსლან მუსაიევს, მერე კი თურქ მუჰამედ კოჩს აჯობა, მაგრამ ნახევარფინალში გადასასვლელი შეხვედრა ბერძენ ალექსიოს ნტანაციდისთან წააგო.

შედეგად, ლუკამ რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც პირველივე შეხვედრაში რუსი მეტოქე ტურპალ ტეპკაევი დაჯაბნა და ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობის უფლება მოიპოვა.

მესამე ადგილისთვის ჩვენებური თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედათ ალბაირაკს გაეჯიბრა, რომელიც ქართველია (ვანო რევაზიშვილი). ბრძოლა დაძაბული გამოდგა და მაისურაძემ დამატებით დროში, ოქროს ქულით გამარჯვება მოახერხა, რითაც საქართველოს თელ-ავივში მიმდინარე გრან-პრიზე პირველი მედალი მოუტანა.

0.115469