ფეხბურთი

0:00 | 25.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

დე იონგი: "მინდა "ბარსელონას" ლეგენდა გავხდე"

ფრენკი დე იონგი „ბარსელონაში“ თამაშით ბედნიერია და კლუბის ლეგენდობა უნდა. როგორც ახალგაზრდა ჰოლანდიელმა განაცხადა, გაკეთებულ არჩევანს არ ნანობს და „ბლაუგრანას“ რიგებში თამაში მისი ბავშვობის ოცნება იყო.

„ძალიან დიდი სიამოვნებაა, ბავშვობიდან ჩემი ოცნება „ბარსელონაში“ თამაში იყო. ნამდვილად ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და არცერთი წამით არ ვნანობ, რომ კონტრაქტი „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გავაფორმე. ვთამაშობ ნამდვილ ლეგენდებთან ერთად, ეს გუნდი ეჭვგარეშეა, რომ მსოფლიოში საუკეთესოა. სიამოვნებით დავრჩები აქ დიდი ხანი, იქნებ კლუბის ლეგენდაც გავხდე“, - თქვა დე იონგმა.

შეგახსენებთ, ჰოლანდიელის სანაცვლოდ „ბარსელონამ“ „აიაქსს“ 75 მილიონი ევრო გადაუხადა. მიმდინარე სეზონში 22 წლის ნახევარმცველმა 27 თამაში ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო.

0.110922