ფეხბურთი

17:36 | 24.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინში" ქართველთა რაოდენობა მცირდება

ყაზანის „რუბინში“ ქართველთა რაოდენობა მცირდება. როგორც InKazan-ი იტყობინება, ბექა მიქელთაძე გუნდს ტოვებს. მხარეები კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობენ, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გაფორმებული.

ყაზანელებმა ბექა თურქულ შეკრებაზე წაიყვანეს, მაგრამ პოლონურ „ლეხთან“ სპარინგში არ უთამაშია. როგორც ჩანს, ჩვენებური ლეონიდ სლუცკის გეგმებში არ ჯდება. ამ დროისთვის „რუბინის“ ვებგვერდი ცნობას ოფიციალურად არ ადასტურებს.

მიქელთაძე რუსულ გუნდს გასულ ზაფხულს შეუერთდა და პრემიერლიგაში ჩატარებულ 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა - მოსკოვის „დინამოსთან“ ბოლო წუთზე, გამარჯვების გოლი.

შეგახსენებთ, „რუბინში“ კიდევ ორი ჩვენებური, ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი თამაშობენ.

0.124434