დანიელი ჩოგბურთელი ქეროლაინ ვოზნიაცკი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთშია და კარიერაც დაასრულა. ქეროლაინს ტურნირამდე ჰქოდნა ნათვამი, რომ ის ავსტრალიაში ბოლოჯერ ითამაშებდა.
ვოზნიაცკიმ მეორე წრეში ტუნისელ ონს ჯაბორთან 5:7, 6:3, 5: დამარცხდა. მატჩის შემდეგ დანიელმა კომენტარი გააკეთა.
"დიდებული კარიერა გამოვიდა. სამწუხაროა, რომ ყველაფერი სრულდება. დარწმუნებული ვარ ჩოგბურთში სხვა ფორმით მალევე დავბრუნდები"- განაცხადა ვოზნიაცკიმ.
ქეროლაინმა კარიერის მანძილზე 30 WTA-ის ტურნირი მოიგო, მათ შორის დიდ ისლემი ერთი ტურნირი ავსტრალიის ღია პირველობა. 28 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა და რეიტინგის სათავეში 72 კვირა გაატარა.