ჩოგბურთი

11:46 | 24.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლეიკერსმა" "ბრუკლინს" მოუგო, "მეფემ" სამმაგი დუბლი შეასრულა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სამი შეხვედრა გაიმართა.

"ლეიკერსმა" გასვლაზე "ბრუკლინს" 128:113 აჯობა. ლოს ანჯელესელებმა მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგეს. ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლი შეასრულა 27 ქულა, 12 მოხსნა და 10 პასი. კაირი ირვინგმა 20 ქულა ჩააგდო. "ლეიკერსი" 36 მოგებით და 9 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

"დალასმა" გასვლაზე "პორტლენდი" 133:125 დაამარცხა. ტეხასელები მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და "პორტლენდი" შეხვედრის ბოლომდე მდევრის როლში იყო. დამიენ ლილარდმა 47 ქულა ჩააგდო. "დალასმა" გუნდური კალათბურთი ითამაშა და შვიდმა მოთამაშემ მინიმუმ 11 და მეტი ქულა ჩააგდო ,მათ შორის საუკეთესო 27 ქულით ლუკა დონჩიჩი იყო.

„კლივლენდი“ – „ვაშინგტონი“ 112:124 (24:29, 3:39, 25:32, 26:24)

https://www.youtube.com/watch?v=YPk96C3hIFs

„ბრუკლინი“ – „ლეიკერსი“ 113:128 (35:38, 35:37, 24:29, 19:24)

https://www.youtube.com/watch?v=sugT4FkVa34

„პორტლენდი“ – „დალასი“ 125:133 (37:45, 26:33, 27:25, 35:30)

https://www.youtube.com/watch?v=lyPSlEOfxjc

0.113288