სხვა

10:12 | 24.01.2020 | ნანახია 1344 - ჯერ

მორის ყვითელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

23 იანვარს, ავსტრიის ქალაქ გრაცში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მამაკაცთა შორის მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა. ჩემპიონატის პირველ დღეს, მოკლე პროგრამით 28 ქვეყნის 35 მონაწილე ასპარეზობდა, რომელთაგანაც მხოლოდ 24 საუკეთესო შედეგის მქონე მოციგურავეს მიეცა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის გაგრძელების უფლება.

ევროპირველობა ისტორიული გამოდგა მორის ყვითელაშვილისთვის, რომელმაც მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამური 246.71 ქულით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი კი რუსეთის წარმომადგენელი დიმიტრი ალიევი გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველ მოციგურავეს ვერცხლის მედლამდე მხოლოდ 0.03 ქულა დააკლდა, მეორე საპრიზო კატეგორიის სინჯის მედალი კი ასევე რუსეთის წარმომადგენელმა, არტურ დანიელიანმა მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ მორის ყვითელაშვილის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი ბოლო 2 თვის მანძილზე, ქართველი მოციგურავეების მიერ მოპოვებული მე-4 მედალია. მანამდე კაზაკოვა- რევიას წყვილმა გარნ -პრის ფინალში ოქროს, ბუტაევა-ბერულავას დუეტმა კი ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.

0.068673
1344