თამაშგარე

10:41 | 24.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ნერესიც გაცოლიანდება

უკანასკნელ პერიოდში არსებული ტენდენციის კვალად, ამსტერდამის “აიაქსში“ მობურთალი ბრაზილიელი შემტევი დავიდ ნერესიც ცოცხალი თავით არ აპირებდა ცოლის ოფიციალურად მოყვანას და გერლფრენდ-ბოიფრენდობის სტატუსითაც ერთობ კმაყოფილი იყო, მაგრამ წუთისოფელი ვისმეს გაახარებს განა?...

დავიდ ნერესის გულისსწორი და თანამემამულე მოდელი კირა ვაინონა თავიდან ხმას არ იღებდა ოფიციალურად ქორწინებაზე, მაგრამ როდესაც საყვარელ-შეყვარებულის სტატუსი მობეზრდა, საჯაროდ განაცხადა, რომ ყოველთვის ოცნებობდა დიდი ქორწილის გადახდაზე და არც საპატარძლო კაბის ჩაცმაზე იტყოდა უარს.

ამ ყველაფრის მერე ნერესს ისღა დარჩენოდა, რომ თავადაც დაედასტურებინა - მომყავს ცოლიო და ეს ნაწვალებ-ნაჯახირები ქორწილი წელს ზაფხულში ჩაინიშნა. როგორც იცით, ცნობილი სპორტსმენები ცოლის ოფიციალურად მოყვანას სავარაუდო დაშორების მერე ქონების გაყოფის საფრთხის გამო გაურბიან (ცოდვა გამხელილი სჯობს და ეს საფრთხე ქონების სიმსუყის გამო ხშირად რეალურია). მაგრამ, თუ ბიჭი ხარ მოდი და შეეწინააღმდეგე კირა ვაინონასთანა დაშხოშიან ქალს!

0.138249