ფეხბურთი

2:18 | 24.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულის“ მორიგი, მაგრამ რთული გამარჯვება

„ლივერპულმა“ ზედიზედ მე-14 შეხვედრა მოიგო პემიერლგაში. ჯამში კი 40 წაუგებელი მატჩი მოუგროვდა და „ჩელსის“ 2004-05 წლების სეზონის მაჩვენებელი გაიმეორა.

სამი ქულა კი ჩაიწერეს მერსისაიდელებმა, მაგრამ, ალბათ ეს მათი ყველაზე რთული თამაში იყო მიმდინარე სეზონში.

სტუმრები ადრეული გოლით დაწინაურდნენ. მე-8 წუთზე ალექსანდერ-ანოლდის კუთხურს კაპიტანმა ჰენდერსონმა დაჰკრა თავი და ანგარიში გახსნა. მერე „წილებისთვის“ არასასიამოვნო ამბავი მოხდა. მანე დაშავდა და ის ახალწვეულმა, მინამინომ შეცვალა. ეს იაპონელის დებიუტი გახლდათ „წითლების“ შემადგენლობაში.

შესვენებამდე დაახლოებით თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, თუმცა სტუმებმა მეტი მომენტი შექმნეს. მეორე ტაიმში კი „მგლებმა“ იძალეს. მათგან საუკეთესო ტრაორე გახლდათ, რომელმაც მარჯვენა ფრთა აიკლო. ხიმენესის გამათანაბრებელი გოლიც სწორედ მის ჩაწოდებას მოჰყვა.

ბოლოსკენ კლოპის შეგირდებმა მაინც დაამტკიცეს, რომ მეტოქეზე კლასით მაღლა დგანან. ფირმინო შესანიშნავად გაირჯა რამდენიმე მცველის გარემოცვაში, უცებ გაერკვა სიტუაციაში და პატრისიუს აუღებელი გაუტანა - 1:2.

სხვათა შორის, მასპინძელთა პორტუგალიელმა მეკარემ რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია.

ახლა ლიდერი „ლივერპული“ უშუალო მდევარ „სიტის“ 16 ქულით უსწრებს და ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ინგლისი

პრემიერლიგა. 24-ე ტური. 23 იანვარი

ვულვერჰემპტონი - ლივერპული 1:2

ვულვერჰემპტონი. „მოლინო.“ 31 746

0:1 ჰენდერსონი (8), 1:1 ხიმენესი (51), 1:2 ფირმინო (84)

ვულვერჰემპტონი: პატრისიუ, საისი, კოდი, დენდონკერი, კასტრო, დოჰერტი, ნევეში, მოუტინიუ (გიბს-უაითი 86), ტრაორე, ნეტუ (ჟოტა 77), ხიმენესი

მწვრთნელი: ნუნუ ეშპირიტუ სანტუ

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, ვან დეიკი, გომესი, რობეტსონი, ჰენდერსონი, ვეინალდუმი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ფაბინიო 70), ფირმინო, სალაჰი (ორიჯი 86), მანე (მინამინო 33)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: რობერტსონი (56)

0.113948