ევროლიგაში მიჯრით სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა და რუსული წყევლმაც მოიშორა “ბასკონიამ“. საქმე ისაა, რომ ვიტორიელებს ბოლო ორი მარცხი სწორედ რუსეთის წარმომადგენლებთან, „ზენიტთან“ და ცსკა-სთან ჰქონდათ განცდილი.
ესპანელები ამჯერადაც რუსებს დაუპირისპირდნენ, ოღონდ „ხიმკის“ და უმძიმეს ბრძოლაში გამარჯვება იზეიმეს. „ბასკონიამ“ პირველი ტაიმი სამი ქულით მოიგო, მაგრამ მესამე პერიოდი 5 ქულით დათმო და დასკვნითი მეოთხედის წინ ჩამორჩა. თუმცა, გადამწყვეტი ათწუთეული ყველაზე უკეთ ჩაატარა და საბოლოოდ, 83:79 იმარჯვა.
ესპანელთა ეს გამარჯვება დიდწილად შევონ შილდსის დამსახურებაა, რომელსაც ჩინებული თამაში ჰქონდა, 22 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა, მატჩის MVP-იც დამსახურებულად გახდა.
ამჯერზე ჩრდილში აღმოჩნდა თორნიკე შენგელია, რომელმაც 25:24 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა საკუთარ გუნდს. ჩვენებურმა 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ერთხელ სამქულიანი ააცილა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 11-ს გაუტოლდა.
დიდად ვერაფრით გამოიჩინა თავი მეტ ჯენინგმაც. ამერიკელმა 22:45 წუთში ოდენ 2 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა, მარგი ქმედების 2 კოეფიციენტით.
„ბასკონიას“ 8 გამარჯვების წილ 13 მარცხი აქვს და მე-14 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 30 იანვარს, პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შვეიცარია ყველაზე ძლიერია ამ ჯგუფში
მართალია ეს კაცი დრო მოვიდა რო გადავლახოთ ჩვენთვის ეს დაწყევლილი ბარიერი
სახლში უნდა მოვუგოთ
რა სულსწრაფი ხარ ვლადიმირ ჩემო. დევიცადოთ პაწა, ჯერ სულ რაღაც რვაჯერ გვაქვს წაგებული მაგათთან
))
დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
Maxradzeze saertod ra ismis? Zorias zamenazec ar uzis. Nutu sakartvelos mokalakeoba ar apaties? Makaridze tramvirebulia da albat kvasxadzem unda dadges.
ზამენაზე იმიტომ არ უზის რომ სასტავში ითამასა და კარიც შეინახა მშრალად, გუშინ წინ ქონდა თამასი, რაც შეეხება ნაკრებს ჯერ ვერ ითამაშებს , მოქალაქეობა უნდა მიიღოს და მერე პატარა პროცედურებია
Mekaris problema moagvaret droulad torem lorias imedad kofna ar sheizleba
ისე რა უცნაურია :დ ირლანდია რა სუსტიც არ უნდა ყოფილიყო და ჩვენ არ ძლიერიც არ უნდა ვყოფილიყავით ყოველთვის ვაგებდით , აი შიტლანდია კი პირიქით რა ძლიერიც არ უნდა იყოს ყურებით გვყავს დაჭერილი
ფსიქიკის ამბავია მე ვფიქრობ
მთლად მასე არ გვაქვს საქმე შოტლანდიელებთან, შინ ვუგებთ გასვლაზე გვიგებენ
ჯობდა ისევ - ლატვია, ყაზახეთი და მისთანებთან გვეთამაშა....
ეგრე ვერასდროს განვითარდება ნაკრები
ჰო რა ვიცი...ეტყობა გემოვნების საქმეა, მე მაგალითად ბულგარეთ - რუმინეთან 5-1 ან 6-0 წაგებას, ისევ ყაზახეთთან ან ანდორასთან მოგებული 2-0 მირჩევნია
არცერთთან ეგრე არ წავაგებთ :დ აქეთ რა მოვუგოთ :დ
აბა, რა ცუდი დრო ოყო...თუმცა ვინ იცის დღესაც, რომ შევხვდეთ რა მოხდება.
უელსზე ძლიერები არიან? :დ
ახლანდელი ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელების კლასისა და მათი ნაკრების ფორმიდან გამომდინარე პირადად მე ველი გამარჯვებას ირლანდიაში...ჯერ რა შედეგები აქვთ და თან რა საშინელი სტატისტიკა კონკრეტულ თამაშებში.
HEEEEH აღარ ხუმრობს, დუბლინში უნდა ირლანდიის დამარცხება ? საინტერესოა, რატომაც არაა. ვნახოთ შვეიცარიასთან როგორ ითამაშებთ, გარწმუნებთ სტადიონი გადაჭედილი იქნება, იმიტომ კი არა რომ შვეიცარიის ნაკრების გუნდში სუპერვარსკვლავებია და მის სანახავად მოვა ხალხი, არამედ ფეხბურთი გაცოცხლდა საქართველოში, შიდა ჩემპიონატს ჯერ არ ეტყობა მაგრამ მოგვარდება სტადიონების , მინდვრის პრობლემებიც, წინსვლა აშკარაა, ადრე შუა გზაში იშლებოდა გუნდები, პურის ფულის და ბენზინის ფულის არ ქონის გამო
და თუ არ იშლებოდა 16 გუნდიდან 13 გუნდი წუწუნებდა ხელფასი არ გვაქვს, საჭმელი არ გვაქვს, შეკრებაზე ვერ მივდივართ, გახსოვთ ? მე მახსოვს,აგერ იყო სულ ცოტახნის უკან ძაან შორსაც ნუ წავალთ!!! წარმატებები ბიჭებო, გაგვახარეთ და გაიხარეთ
კი, ნამდვილად იგრძნობა ყველაფერში და მაინტერესებს კობიაშვილს რო ყველა თამაშის მერე რომ ჭკუას არიგებდით ის ხალხი სად წავიდა? ყველაფერი რომ იციან მაგრამ სტატუსი რომ არ უწყიბთ ხელს.