საჩხერის „ჩიხურამ“ 2020 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო. მოგეხსენებათ, იმერული გუნდი 2007 წლის შემდეგ პირველად სოსო ფრუიძის გარეშე დარჩა და ამიერიდან მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვახტანგ თურმანიძე იმუშავებს.
იმერული გუნდის ვებგვერდმა გუნდში დარჩენილი ფეხბურთელები და ახალწვეულები წარმოადგინა.
„ჩიხურამ“ ვილი ისიანი ბოლნისის „სიონიდან“, ლუკა კიკაბიძე „ლოკომოტივიდან“, კახაბერ კახაბრიშვილი „ვიტ ჯორჯიადან“, გოდერძი მაჩაიძე ბულგარული „ვერეიადან“ და შოთა გვაზავა „გაგრადან“ დაიმატა.
გარდა ამისა, საჩხერელთა ღირსებას დაიცავენ გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებიც აქამდეც „ჩიხურას“ რიგებში ირჯებოდნენ და აკადემიიდან დაწინაურებული მოთამაშეები:
შოთა კაშია, ლაშა ჩიკვაიძე, ბესო დეკანოიძე, გიორგი კორიფაძე, დინო ჰამზიჩი, ირაკლი ლექვთაძე, ირაკლი კამლაძე, ოლეგ მამასახლისი, ზურა მწყერაშვილი, ავთო კაპანაძე, ზურა კაპანაძე, ალექსანდრე ტეფნაძე, თენგო ბუღაძე, ირაკლი სირაძე,