მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ედენ აზარი ახლოსაა მოედანზე დაბრუნებასთან. As-ის ინფორმაციით, ორთვიანი პაუზის შემდეგ ბელგიელმა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში დაიწყო, ოღონდ ბურთით.
არსებობს შანსი, რომ ედენი მოედანს 1 თებერვალს, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩში დაუბრუნდეს.
შეგახსენებთ, აზარმა ტრავმა ნოემბერში, პსჟ-სთან შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ ლაზარეთშია. მიმდინარე სეზონში ბელგიელმა შემტევმა ლა ლიგაში 8 თამაში ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.