ფეხბურთი

17:14 | 23.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბეილის აგენტი: "რეალიდან" იჯარით წასვლა? ეს სასაცილოა"

გარეთ ბეილი მადრიდის „რეალის“ დატოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. უელსელი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანის გეგმებში ვერ ჯდება და სათამაშო დროც მკვეთრად შეზღუდული აქვს.

ბეილის აგენტი ჯონათან ბარნეტი კი, თავისი კლიენტის იჯარით სადმე წასვლას გამორიცხავს. ტრანსფერის ეს ფორმულა ბარნეტისთვის უბრალოდ სასაცილოა.

„სასაცილოა იმაზე ფიქრი, რომ მან შეიძლება „რეალი“ იჯარით დატოვოს. გარეთი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და რატომ უნდა წავიდეს სადმე იჯარით? რაღაცები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ეს სასაცილოა. არცერთ კლუბს არ აქვს ამის შესაძლებლობა. ბეილი აქ ბენდიერია და იმედოვნებს, რომ ტიტულების მოგებას ამ გუნდში კიდევ მოახერხებს“, - თქვა ბარნეტმა.

შეგახსენებთ, ბეილი „რეალის“ ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში უელსელმა შემტევმა მხოლოდ 15 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში 3 გოლის გატანა შეძლო.

0.133585