საფრანგეთის ლიგა 1-ში მეცხრე ტურის მატჩები გაიმართა. “ბორდოს” გუშინდელი მარცხი გამოიყენა “მარსელმა.” ბიელსას გუნდმა კანში მოიგო და ჟირონდელებს ხუთი ქულით გაუსწრო.
ჟიანიაკმა ძირითად დროს დამატებულ მესამე წუთზე გაიტანა გამარჯვების გოლი. საინტერესო და დაძაბული შეხვედრა “მარსელმა” მოიგო და სატურნირო ცხრილში განიმტკიცა მდგომარეობა.
კიკაბიძის “ბასტიამ” კვლავ წააგო, ამჯერად “ლორიენთან.” სავარაუდოდ, მაკელელეს მოთამაშეები ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებენ, რადგან სეზონი ძალიან ცუდად დაიწყეს. ქართველი ფეხბურთელი განაცხადში არ ყოფილა, ხოლო გოლები მისმა გუნდმა პეიბერნსისა და სუნუსგან მიიღო.
“ევიანმა” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და გასავრდნ ზონას ორი ქულით გაუსწრო. “მეცმა” გოლები ბოლო ნახევარ საათში გაუშვა, მესამე წაგების მიუხედავად კარტიეს გუნდი მეექვსე ადგილზეა, მესამე ადგილოსანს ერთი ქულით ჩამორჩება, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ტური კვირას მთავარდება და ცხრილში ცვლილებებს უნდა ველოდეთ.
“ნიცამ” და “ლორიენმა” ფრედ ითამაშეს. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა გათანაბრება მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე შეძლეს. პალუნმა, ჟინიაკის მსგავსად, 93-ე წუთზე გაიტანა.
ნ’ტეპეს დუბლით “რენმა” მე-12 ადგილზე აინაცვლა, “ლანსი” კი ბოლოდან მესამე ადგილზე იმყოფება.
“კაენი” – “მარსელი” 1:2 (0:0)
კაენი, “მიშელ დ’ორნანო.”
კაენი: ვერკუტრი, ადეოტი, აპია, კალვე, და სილვა, დუჰამე (ლემა 82 ), ფერეტი, კანტე, კოიტა (ბაზილე 79 ), მუსავუ-კინგი, ნანგისი (რასპენტინო 71),
მთავარი მწვრთნელი: გარანდე
მარსელი: მანდანდა, ანდრე აეუ, ჯა ჯეჯე (ფანი 77 ), ჟინიაკი, იმბულა, მენდი, მორელი, ნ’კულუ, პაიე, რომაო, ტოვინი (ალესანდრინი 70 )
მთავარი მწვრთნელი: ბიელსა
გოლი: 0:1 რომაო (75), 1:1 მუსავუ-კინგი (84), 1:2 ჟინიაკი (90+3)
მსაჯი: ბენოი მილო
გაფრთხილება: მორელი (36)
“ბასტია” – “ლორენი” 0:2 (0:0)
ფურიანი, “არმანდ სეზარი.”
ბასტია: არეოლა, აიტი (მოკულუ 63 ), ბუდებუზი, ელ ჰაჯი (მოდესტო 59 ), ჟილე, მარანგე, პეიბერნსი, პინო (ონგენდა 46 ), რომარიკი, სკილაჩი, ტალო
მთავარი მწვრთნელი: მაკელელე
ლორიენი: ლეკომტე, აბდულაჰი, აეუ, ბელუგუ, გასამა, გერეირო, ჟენოტი ( დიალო 81 ), ჟუფრე (ოტრეტი 81 ), ლაუტოა, მოსტეფა, სუნუ
მთავარი მწვრთნელი: რიპოლი
გოლი: 0:1 პეიბერნსი (ავტოგოლი, 48), 0:2 სუნუ (62)
მსაჯი: სტეფან ლენო
გაფრთხილება: სკილაჩი (54), აეუ (54)
“ევიანი” – “მეცი” 3:0 (0:0)
ანესი, “პარკ დე სპორტსი.”
ევიანი: ჰანსენი, აბდალაჰი, ბარბოსა (ბრუნო 81 ), კამუსი, კონე (ტეიედა 65 ), მენსა, მონგონგუ, საბალი, სორლინი, სუგუ (ნ’სიკულუ 83 ), ვასი
მთავარი მწვრთნელი: დუპრაზი
მეცი: მეზუი, ბუსმანი, ჩოპლინი, ფალკონი, კაში (დუკურე 56 ), კრივეტსი, მალუდა, მეტანირე, მილანი, ნ’დაუ (მაიგა 71 ), ნ’გბაკოტო (სარი 82 )
მთავარი მწვრთნელი: კარტიე
გოლი: 1:0 დუკურე (ავტოგოლი 63), 2:0 ვასი (76), 3:0 ბრუნო (81)
მსაჯი: ლიონელ ჟაფრედო
გაფრთხილება: კაში (4), მეტანირე (21), კამუსი (40), დუკურე (60), მეზუი (75), სარი (88)
“ნიცა” – “მონპელიე” 1:1 (0:0)
ნიცა, “ალიანს რივიერა.”
ნიცა: ჰასენი, ამავი, ბუტეკი (ჰალტი 64 ), ბოდმერი, ბოსეტი (ეისერიკი 66), დიავარა, დიგარდი (მუპეი 76 ), ედუარდო, მენდი, პალუნი, პლეა
მთავარ მწვრთნელი: პუელი
მონპელიე: ჟურდენი, ბარიოსი (მონტანო 65 ), კამარა, დეპლანე (კონგრე 47 ), ელ კუტარი, ჰილტონი, ლასნე (მარვუა 85 ), მარტინი, მუნიე, სანსონე, ტიენე
მთავარი მწვრთნელი: კურბისი
გოლი: 0:1 ჰილტონი (72), 1:1 პალუნი (90+3)
მსაჯი: ვილფრიდ ბიენი
გაფრთხილება: ტიენე (53), ჰილტონი (66), ბოდმერი (75), მონტანო (90)
“რენი” – “ლანსი” 2:0 (0:0)
რენი, “დე ლა რუტე დე ლორიენი.”
რენი: კოსტილი, დანზე, დიანე, დუკური (პრჩიჩი 87 ), ფერნანდესი, გროსიცკი (მორეირა 68 ), ჰოსინერი (პედრო 76 ), ნ’ბენგუ, მექსე, ნ’ტეპი, პაიო
მთავარი მწვრთნელი: მონტანიე
ლანსი: რიუ, ბაალი, ბურიგადი (ელ ჯადუ 66 ), კავარე, ჩავარი, სიპრიენი, გბამინი, ლანდრე, ნ’დიაე (კულიბალი 66 ), ტუზგარი, ვალდივია (გულამე 81 )
მთავარი მწვრთნელი: კომბურე
გოლი: 1:0, 2:0 ნ’ტეპი (54, 84)
მსაჯი: სებასტიან დესაჟე
გაფრთხილება: დიანე (28), სიპრიენი (64)