ჩოგბურთი

13:55 | 23.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას მეორე წრეში გამოეთიშა. 26-ე ნომრად განთესილი ბასილაშვილის მეტოქე ესპანელი ფერნანდო ვერდასკო იყო, რომელთანაც ნიკა უშანსოდ, 4 სეტში 6:4, 6:7, 4:6, 4:6 დამარცხდა.

ბასილაშვილმა შეხვედრა კარგად დაიწყო და პირველი სეტის მოგებაც მოახერხა, თუმცა მეორე სეტი გადამწყვეტი აღმოჩნდა, რომელიც ჩვენებურმა ტაი ბრეიკში დათმო.

31 წლის ესპანელმა ანგარიშის გათანაბრების შემდგომ ზედიზედ 2 სეტის მოგება შეძლო და 4 სეტიანი დაპირისპირება თავის სასარგებლოდ დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა შარშან აღნიშნული ტურნირის მესამე წრეში იასპარეზა, ამიტომ მას რეიტინგში კვლავ დაქვეითდება ელის.

0.116149