ნაციონალულ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ ქართველი კალათბურთელის გუნდი „ფინიქს სანსს“ სტუმრად დაუპირისპირდა და მეტოქე 25 ქულიანი სხვაობით 112:87 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში კვლავ მცირე დრო დაეთმო ქართველ ცენტრს, რომელმაც პარკეტზე არასრული 4 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ყველაზე შედეგიანი დომანტას საბონისი გამოდგა. ამერიკელმა მძიმე ფორვარდმა 34 წუთში 24 ქულა, 13 მოხსნა და 4 პასი დააგროვა და ორმაგი დუბლი გაიფორმა.
45 ტურის შემდგომ ნეიტ მაკმილანის გუნდს 29 მოგების საპირისპიროდ 16 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მეხუთე პოზიციაზე აღზევდა.