ფეხბურთი

23:58 | 22.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ეს მდგომარეობა მაფიქრებს, პენალტებს ედერსონი შეასრულებს"

„მანჩესტერ სიტის“ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მიმდინარე სეზონში პენალტების შესრულებაა. „შეფილდ იუნაიტედთან“ გაბრიელ ჟესუსმა ვერ მოახერხა თერთმეტმეტრიანის გატანა, მანამდე უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად რაჰიმ სტერლინგმა და სერხიო აგუერომ რამდენჯერმე ვერ აქციეს.

ამ სიტუაციამ პეპ გვარდიოლა დააფიქრა და როგორც ესპანელმა განაცხადა, უახლოეს ხანში გადაწყვეტილებას მიიღებს. დიდი შანსია, რომ ამიერიდან „სიტის“ პენალტები მეკარემ, ედერსონ მორაეშმა შეასრულოს. პეპის თქმით, ის საუკეთესოა.

„შეშფოთებული ვარ, ამ საკითხზე უნდა ვიფიქრო. გარკვეულ შემთხვევებში პენალტები ძალიან მნიშვნელოვანია, ხშირად თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. ამიტომ, უნდა გადავწყვიტო ვინ იქნება შემდეგი შემსრულებელი. ედერსონი საუკეთესოა, მერწმუნეთ ის საუკეთესოა, რომელიც ჩვენს გუნდში პენალტებს ასრულებს. ტვინში სისსხლი არ აქვს, ძალიან მშვიდია, ასე, რომ შეიძლება მისი გამოყენება“, - თქვა გვარდიოლამ.

პენალტების დარტყმისთვის მზადაა თავად ედერსონიც, რომელმაც თქვა, რომ სიამოვნებით გაიტანს გოლებს.

„ქომაგები ჩემს სახელს სკანდირებდნენ, მაგრამ გაბრიელმა ბურთი იაღო და ნიშნულთან მივიდა, დარწმუნებული არ ვარ, რომ ჯარიმების შესრულება შემიძლია, მაგრამ პენალტებს კარგად ვასრულებ, ვიყენებ ტექნიკასა და ძალას. თუ პეპი მთხოვს დარტყმას, მზად ვარ. იმედია ეს მოხდება, სიამოვნებით გავიტან გოლებს“, - თქვა ედერსონმა.

0.134035