ფეხბურთი

19:15 | 22.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძე კვიპროსში ჩავიდა (VIDEO+PHOTO)

ჯანო ანანიძის ფამაგუსტას „ანორთოსისში“ ტრანსფერი გადაწყვეტილია. ქართველი ფეხბურთელი კვიპროსში უკვე ჩავიდა და ინფორმაცია უახლოეს ხანში ოფიციალურად დადასტურდება.

Shootandgoal-ი ლარნაკაში ანანიძის ჩასვლის კადრებს, ფოტო და ვიდეო მასალას აქვეყნებს. რაც შეეხება, ტრანსფერის დეტალებს, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არაოფიციალური ცნობით, ჯანო კვიპროსულ გუნდთან კონტრაქტს მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმებს.

„ანორთოსისში“ ჯანო მეხუთე ქართველი ფეხბურთელი იქნება გიორგი ლორიას, მურთაზ დაუშვილის, ნიკა კაჭარავასა და თორნიკე ოქრიაშვილის შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112645