ძიუდო

18:15 | 22.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა თელ-ავივის გრან პრიზე

23-25 იანვარს ისრაელის ქალაქ თელ-ავივში ძიუდოში გრან პრი გაიმართება და ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

52 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელს ტატიანა ლევიცკა შუკვანი და მარიამ ჯანაშვილი დაიცავენ, 57 კილოგრამში კი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი იასპარეზებს. 70 კილოგრამში მარიამ ჭანტურია გამოვა, 78 კილოგრამში კი სოფიო სომხიშვილი.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე იჭიდავებს, 90 კილოგრამში კი იმედა გოგოლაძე. რაც შეეხება 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებს, ილია სულამანიძე და გელა ზაალიშვილი მოსინჯავენ ძალებს.

0.114236