ფეხბურთი

15:53 | 22.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ერიკსენმა "ტოტენჰემს" გუნდიდან გაშვების თხოვნით მიმართა

კრისტიან ერიკსენს ლონდონის „ტოტენჰემის“ დატოვება სურდა გუნდის ხელმძღვანელობას მიმდინარე თვეში გაყიდვა სთხოვა.

Sky Sport-ის ინფორმაციით, დანიელმა ფეხბურთელმა კლუბს ოფიციალურად მიმართა, რომ მილანის „ინტერში“ წასვლის უფლება მისცენ. იტალიელები დიდი ხანია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ლონდონელებთან და ოფიციალური წინადადებაც წარუდგინეს, თუმცა მხარეებმა მორიგება ამ დრომდე ვერ მოახერხეს.

ერიკსენს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და შესაბამისად, თუ ახლა არ გაყიდიან, 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება.

27 წლის დანიელი „მამლების“ ღირსებას 2013 წლიდან მოყოლებული იცავს და დღემდე ჩატარებულ 304 მატჩში 69 გოლის გატანა შეძლო.

0.114059