კალათბურთი

10:55 | 22.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"კლიპერსმა" "დალასს" აჯობა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთი შეხვედრა გაიმართა.

"დალასი" შინ "კლიპერსთან" 107:110 დამარცხა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შეხვედრის დასკვნითი წუთები ლოს ანჯელესელებმა უკეთ ჩაატარეს და გამარჯვებაც მათ დარჩათ. 36 ქულა კავაი ლეონარდმა ჩააგდო, რომელმაც 11 მოხსნათ მიითვალა და ორმაგი დუბლი შეასრულა. ლუკა დონჩიჩს სამმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა, 36 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი.

"კლიპერსი" 31 მოგებით და 13 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს. "დალასი" 27 მოგებით და 16 წაგებით ამავე კონფერენციაში მეხუთეა.

"დალასი" - "კლიპერსი" 107:110 (24:24, 25:36, 29:22, 29:28)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118088