ფეხბურთი

0:07 | 22.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

პაპუნაშვილი: "ბედნიერი ვარ ასეთ დიდ კლუბში დებიუტით"

სანტანდერის „რასინგის“ ქართველმა ახალწვეულმა გიორგი პაპუნაშვილმა სოციალურ ქსელში ახალ გუნდთან დაკავშირებით დაწერა. ჩვენებურის განცხადებით, ბედნიერი ასეთ დიდ კლუბში დებიუტით და დარწმუნებულია, რომ გუნდი სეგუნდა დივიზიონში ადგილის შენარჩუნებას მოახერხებს.

„ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდ კლუბში ჩემი დებიიუტი შედგა. მადლობა, რომ მიმიღეთ. გრძელი და რთული გზა გველის ჩვენი ადგილის გაუმჯობესებაში, მაგრამ ვიცი, რომ შევძლებთ!“ - დაწერა ტვიტერში პაპუნაშვილმა.

შეგახსენებთ, გიორგი „რასინგს“ 10 დღის წინ 6-თვიანი იჯარით შეუერთდა და უკვე ორი თამაშის ჩატარება მოასწრო. ლა კორუნიის „დეპორტივოსთან“ ცვლილებიდან ჩაერთო თამაშში და ორი რეალური საგოლე შანსიც ჰქონდა, ხოლო შემდეგ „ლას პალმასთან“ ძირითადი შემადგენლობიდან ითამაშა, აქაც ახლოს იყო ულამაზეს გოლთან პირველ ტაიმში, მაგრამ მეკარემ საოცარი სეივი შეასრულა.

აქვე გეტყვით, რომ „რასინგი“ სეგუნდა დივიზიონში 20 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება და სამშვიდობო ზონას 5 ქულითაა დაშორებული.

0.109776