კალათბურთი

22:48 | 21.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში სიმონსი და ლეონარდი აღიარეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში "კლიპერსის" ლიდერი კავაი ლეონარდი, ხოლო აღმოსავლეთში "ფილადელფიას" ფორვარდი ბენ სიმონსი აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ლეონარდი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 38 ქულას, 5 პას და 4.7 მოხსნას აგროვებდა. სიმონსი 21.3 ქულას, 9.5 მოხსნას, და 7.3 პასს აკეთებდა.

0.119639