ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში რაფაელ ნადალმა იოლად უგო დელინი 6:2, 6:3, 6:0 დაამარცხა. შეხვედრა სულ 2 საათს გაგრძელდა. ბოლივიელი ესპანელთან უშანსოდ იყო. მომდევნო ეტაპზე რაფას მეტოქე არგენტინელი ფედერიკო დელბონისი იქნება.
ნადალისგან განსხვავებით ნოვაკ ჯოკოვიჩს შედარებით მძიმე ბრძოლა მოუწია. ნოვაკმა გერმანელი შტრუფი 7:6, 6:2, 2:6, 6:1 დაამარცხა. მატჩი ორ საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში ტაი-ბრეიკზე ჯოკოვიჩმა 7:5 იმარჯვა. მეორე პარტიაში ნოვაკმა მარტივად იმარჯვა, ხოლო მესამე სეტში შტრუფმა იმძლავრა და ერთი სეტი მოიგო. მომდევნო ეტაპზე ჯოკოვიჩის მეტოქე იაპონელი ტატსუმა იტო იქნება.