საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მინსკის განვითარების თასზე მეორე ტურში ისლანდიას დაუპირისპირდა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მე-19 წუთზე საბა ხვადაგიანმა გაიტანა. ამრიგად, გიორგი ჩიტაურის გუნდს ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს.
მოგეხსენებათ, გუშინ ისრაელის 17-წლამდე ნაკრებთან მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას კი, ქართველი ფეხბურთელები ტაჯიკეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ.
საქართველო - ისლანდია 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 ხვადაგიანი (19)