ევროლიგა ბოლო ათწლეულის საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენად საკუთარ ვებგვერდზე გულშემატკივართა შორის გამოკითხვას ატარებს.
შერჩეულია 50 კალათბურთელი და მათ შორის, ერთ-ერთი „ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელიაა. შესაბამისად, ჩვენებურს მხარდაჭერა სჭირდება, რადგან ამ დროისთვის ლიდერებს საკმაოდ ჩამორჩება.
აღსანიშნავია, რომ დღეში ერთი ხმის მიცემაა შესაძლებელი და გამოკითხვა 17 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შედეგადაც ევროლიგის ათწლეულის საუკეთესო მოთამაშე გამოვლინდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სასწაულია დანკანი
+
უბერებელი, უდიადესი და უკეთილშობილესი. დანკანი ლეგენდაა, ის სტატისტიკაზე, ბეჭდებზე და ასაკზე მაღლა დგას. ის არც მეფეა და არც ჯადოქარი, გენერალ პოპოვიჩის ჯარისკაცია, ძალიან გამოცდილი და თავისი საქმის უბადლო ოსტატი. ტიმი ჩემთვის კალათბურთია.
+
ჯეიმსი ბევრ ვერ აგდებს...
მგელია დანკანი, გალინარიზე მწყდება გული მაგრად ვბალეშიკობ და ტრამვის შემდეგ უჭირს ფორმაში შესვლა
+
დანკანი უბერებელია,უპირობოდ დგას დიადი ლეგენდების გვერდით.აღმოსავლეთის მოულოდნელ ლიდერს მეფემ მიუთითა რეალურად ვინ ზევითაა და ვინ ქვევით,მიუხედავად იმისა რომ კონფერენციის ფინალში ჩიკაგო მგონია კლივლენდის მომავალი მეტოქე,მაინც მშვენიერი იყო სტარტზე კარგად მოთამაშე ტორონტოს საკუთარ კედლებში კავალერიის მიერ ძლევა.ასეა ეს.
+