ფეხბურთი

13:02 | 21.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჯანო ანანიძემ "სპარტაკი" დატოვა

ჯანო ანანიძემ მოსკოვის „სპარტაკი“ დატოვა. ქართველ ფეხბურთელსა და „სახალხო გუნდს“ შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი, რომელიც 2021 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში, გაწყდა. აღნიშნული ცნობა მოსკოვური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ამრიგად, ჯანო მოსკოვური გუნდის ღირსებას აღარ დაიცავს და თავისუფალი აგენტი გახდა. ჯანო მოსკოველთა რიგებში 2009 წლიდან თამაშობდა და 146 მატჩში 16 გოლი გაიტანა, 17-ჯერ კი საგოლე პასი მიითვალა. ამავე პერიოდში რუსეთის ჩემპიონატი და რუსეთის სუპერთასი თითოჯერ მოიგო.

სად გააგრძელებს ჩვენებური კარიერას ამ ეტაპზე უცნობია. „სპარტაკის“ გარდა მას თავის დროზე იჯარით „როსტოვსა“ და „კრილია სოვეტოვში“ აქვს ნათამაშები.

0.117037