ფეხბურთი

14:20 | 21.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

რამდენი გამოიმუშავეს კლუბებმა 2018 წლიდან 2019 წლის ივლისის ჩათვლით

ფეხბურთის განვითარების ფონდმა 2018 წლის ზაფხულიდან 2019 წლის ივლისის ჩათვლით ქართული კლუბების მიერ გამომუშავებული თანხა გამოაქვეყნა. ეროვნული ლიგის ყველა კლუბს ფონდი საბაზისო დაფინანსების სახით 800.000 ლარს ურიცხავს. წარმატებულმა კლუბებმა ამას პრემიებიც დაამატეს.

უწყების ინფორმაციით, ყველაზე მეტი "დინამო თბილისმა" მიიღო. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა 3 მილიონზე მეტი გამოიმუშავა. მეორე ადგილზე 2 246.036 ლარით ბათუმის "დინამო" გავიდა.

აქვე გეტყვით, რომ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე გამომუშავებული პრემიალური თანხა (კრ.ე.ლ.2 მოგება 10,000 ლარი, ფრე 3,300 ლარი. თასზე 1/16 ფინალიდან ყოველი გადალახული ეტაპი 10,000 ლარი).

0.133097