სხვა

21:43 | 20.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები რუსეთთან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრებთან მერვედფინალურ შეხვედრაში მარცხი განიცადა თუმცა, ბუდაპეშტში დიდი ბრძოლა იყო და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე მთელი თამაში წინ იყო ანგარიშში, თავისუფლად შეიძლებოდა, სხვა შედეგი დაფიქსირებულიყო.

13:14 - ეს საბოლოო ანგარიშია, რომელიც ყველაფერზე მეტყველებს. რუსეთმა განსაკუთრებით მაღალ დონეზე პირველი პერიოდი ჩაატარა, რომელიც ორი ბურთის სხვაობით 6:4 მოიგო და როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია. მეტოქემ მეორე პერიოდიც მოიგო (3:2) და სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა, მაგრამ შედმეგ თამაში საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა. მესამე პერიოდის ბოლო წამებზე მარკო ელაჩაც გოლით სხვაობა მინიმუმამდე, შემცირდა (11:10) და წინ 8 წუთი იყო, რომელშიც თამაშის შემტრიალება თავისუფლად გახლდათ შესაძლებელი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოხერხედა. დასკვნითი მეოთხედი ფრედ, 3:3 დასრულდა და საბოლოოდ, 14:13 რუსეთის სასარგებლოდ.

მეტოქის გამარჯვება იგორ ბიჩკოვის ჩინებულმა თამაშმა განაპირობა, რომელმაც 5 გოლი გაიტანა, ხოლო ოთხჯერ თავი კონსტანტინ ხარკოვმა გამოიჩინა, რომელმაც შეტევაში 80%-იანი სიზუსტით ითამაშა. საქართველოს ნაკრებში კი ფაბიო ბარალდი და მარკო ელაჩა გამოირჩნენ 3-3 გოლით, ზურაბ რურუამ, ბორის ვაპენსკიმ და დამირ ცრეპულიამ დუბლი შეასრულეს.

საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალში გასვლა ვერ მოახერხა, რაც ავტომატურად მსოფლიო ჩემოიონატის საგზურის მომტანი იქნებოდა. თუმცა, საუკეთესო 12 გუნდში მოხვდა, რაც უკვე ისტორიული შედეგია. ახლა, რევაზ ჩომახიძის გუნდი ბუდაპეშტში მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის ითამაშებს.

რუსეთი - საქართველო 14:13 (6:4, 3:2, 2:4, 3:3)

გოლები: 1:0 ბიჩკოვი (07:27), 1:1 ცრეპულია (06:18), 2:1 ბიჩკოვი (05:52), 3:1 ხარკოვი (04:58), 3:2 მაგრაქველიძე (04:41), 3:3 ბარალდი (03:43), 4:3 სუჩკოვი (03:10), 5:3 მერკულოვი (01:23), 5:4 რურუა (00:54), 6:4 ბიჩკოვი (00:08), 7:4 აშაევი (06:45), 7:5 რურუა (06:02), 8:5 ბიჩკოვი (03:40), 8:6 ელაჩა (03:18), 9:6 ხარკოვი (01:51), 10:6 ნაგაევი (07:35), 10:7 ვაპენსკი (07:06), 10:8 ვაპენსკი (05:51), 11:8 ბიჩკოვი (05:24), 11:9 ბარალდი (02:36), 11:10 ელაჩა (00:03), 12:10 ხარკოვი (07:31), 13:10 ხარკოვი (06:23), 13:11 ელაჩა (05:48), 14:11 დერევიანკინი (04:19), 14:12 ცრეპულია (03:47), 14:13 ბარალდი (01:27)

რუსეთი: ფედოტოვი, სუჩკოვი, ვასილიევი, დერევიანკინი, აშაევი, ხარკოვი, მერკულოვი, ნაგაევი, ბიჩკოვი, კისელევი, ლისუნოვი, შეპელევი, სტატსენკო

საქართველო: შუბლაძე, ქავთარაძე, ცრეპულია, იმნაიშვილი, ბითაძე, ელაჩა, ჯახაია, ბაღათურია, რურუა, მაგრაქველიძე, ბარალდი, ვაპენსკი, რაზმაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119376