ფეხბურთი

22:15 | 20.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "რეალმა" რეინიერი დაიმატა

მადრიდის „რეალმა“ კიდევ ერთი ბრაზილიელი ტალანტი დაიმატა. ვინისიუს ჟუნიორისა და როდრიგოს შემდეგ „სამეფო კლუბის“ ღირსებას რეინიერ ჟესუსი დაიცავს. აღნიშნული ინფორმაცია მადრიდული გრანდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

სამხრეთ ამერიკელს 18 წელი გუშინ შეუსრულდა და მასთან პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმებაც შესაძლებელი გახდა. „ფლამენგო“ ნიჭიერი შემტევის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს მიიღო, ხოლო „რეალთან" ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

რეინიერი „ფლამენგოს“ აკადემიის აღზრდილია და მთავარი გუნდში 15 მატჩის ჩატარება მოასწრო, რომელშიც 6 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1298