რომის „ლაციოს“ ბრწყინვალე სეზონი აქვს და იტალიის ჩემპიონობისთვის იბრძვის. სიმონე ინძაგის გუნდმა უკვე დაამყარა პირადი რეკორდი და ისტორიაში პირველად სერია A-ში ზედიზედ 11 თამაში მოიგო.
აღსანიშნავია კიდევ ერთი რეკორდი, რომელსაც რომაული გუნდი უმიზნებს - პენალტების რაოდენობა. „არწივებს“ ამ დრომდე 19 თამაში აქვთ ჩატარებული და 13 თერთმეტმატრიანი შეასრულეს.
ამაზე მეტი ერთ სეზონში მხოლოდ „მილანს“ აქვს შესრულებული, შორეულ 1950-1951 წლების სეზონში - 18 პენალტი. უფრო თანამედროვეობაშიც წინ „მილანია“, რომელმაც 2002-2003 წლების სეზონში სერია A-ში 15 თერთმეტმეტრიანი დაარტყა, რომელთაგანაც სხვათა შორის შავ-წითლებმა 10 ვერ გაიტანეს. მეორე შედეგი „რომას“ აქვს, 2016-2017 წლების სეზონში 14 პენალტი.
„ლაციომ“ კი 13 თერმეტრიანი მხოლოდ ერთ წრეში შეასრულა. აქედან 9 ჩირო იმმობილემ გაიტანა, რომელიც ბომბადირთა დავას 23 გოლით ლიდერობს. სიმონე ინძაგის გუნდი ლიდერ „იუვენტუსს“ 6 ქულით ჩამორჩება, „ინტერს“ ორით, მაგრამ მათთან შედარებით თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული.