ფეხბურთი

19:01 | 20.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

რაშფორდის ტრავმა მძიმეა

„მანჩესტერ იუნაიტედს“ მარკუს რაშფორდი გამოაკლდა. 22 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ინგლისის ასოციაციის თასზე მიიღო და როგორც აღმოჩნდა, ტრავმა სერიოზული გამოდგა.

ინფორმაცია ოლე გუნარ სოლსკიაერმაც დაადასტურა, რომლის განცხადებით, მარკუსის ტრავმა მძიმეა.

რეაბილიტაციის ზუსტი პერიოდი ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ მინიმუმ 6 კვირის გატარება ლაზარეთში მოუწევს. მიმდინარე სეზონში რაშფორდმა პრემიერლიგაში 22 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში 14 გოლის გატანა შეძლო.

0.107285